26 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
შრომითი ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრება - ენმ-ს ინიციატივაზე პარლამეტში იმსჯელებენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივის განხილვა იგეგმება. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრებას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით, საქართველოში ბიზნესის წარმოება ბინადრობის მინიჭების წინაპირობა არ არის - ამისთვის სულ ცოტა საქართველოს 15 მოქალაქის დასაქმებაა საჭირო. სიახლე ქართული ენის ცოდნის აუცილებლობასაც ითვალისწინებს.

„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს პირველ რიგში შრომითი ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრებას. იმიტომ რომ ეს არის ის კატეგორია, რომელიც გამოიყენება ჩვენს სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მუდმივი საცხოვრებლის უფლების გასაცემად, მიგვაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს შესაბამისი კანონმდებლობა“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია შრომითი ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრების წინააღმდეგია.

„იმისათვის რომ ჩვენ მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე როცა ვლაპარაკობთ კულტურულ სოციალურ გარემო ჩვენი , რითაც ჩვენ უცხოელებისთვის საინტერესო ვართ აქ ძირეული ცვლილებები არ უნდა მოხდეს, რადგან სულ სხვა ტიპის პრობლემებთან მივალთ“-აცხადებს რომან კაკულია. 

დღის ამბები