04 მაისი 2024,   20:23
ვრცლად
ენმ-ს ჩაუვარდა რევოლუციური სცენარები, პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილი იგებს - მდინარაძე 

საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილი იგებს. ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მან დღეს პარტიის შიდა კვლევები გაასაჯაროვა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გამოკითხვის შედეგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილს 27% უჭერს მხარს. 10% აქვს გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო დავით ბაქრაძეს 9%.

მდინარაძის ინფორმაციით, კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 48 % -ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ალოკაციის მეთოდით გამოკითხვის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი 53 %, გრიგოლ ვაშაძე 19% და დავით ბაქრაძე 17%.

დეპუტატის განცხადებით, ეს შედეგები ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ გამოუვიდა რევოლუციური სცენარი, რომელსაც ის გეგმავდა და სწორედ ამიტომ გაუქმდა ამ პარტიის მიერ დაანონსებული აქციები.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ენმ-ს მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებას და მათ მიერ პროვოკაციებზე აგებულ საარჩევნო კამპანიას.  ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ენმ-ს სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს. მათ ყოველდღიურად უვარდებათ რევოლუციური სცენარები და ამიტომ აუქმებენ დაანონსებულ აქციებს,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები