04 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
თუ რამე მოსმენა ხდება ლეგიტიმურად გამოძიების ფარგლებში - მდინარაძე ნიკა გვარამიას ფარულ მიყურადებაზე 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს და არ გამორიცხავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუდიოჩანაწერი წინასაარჩევნო პერიოდში გასაჯაროვდეს.

„თუ რამე მოსმენა ხდება ლეგიტიმურად გამოძიების ფარგლებში და იქნება რომელიმე მათგანთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი, ბუნებრივია, ასეთს შეიძლება როდესმე დაველოდოთ, ეს ზოგადად და პირობითად. თუმცა, კონკრეტული გამოძიების დეტალებზე მე არ შემიძლია, დღეს პასუხი გაგცეთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. გახარიას განცხადებით, შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური ახდენენ გამოძიებას, თუმცა რა საქმეზე, ეს ფაქტი მას არ დაუკონკრეტებია.

გახარიას თქმით, წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობა იგეგმებოდა, რაც აღკვეთილია.

დღის ამბები