04 მაისი 2024,   20:27
ვრცლად
მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება საქართველოში არ დასრულდეს ის გამოძიება, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას სიკვდილს - ზურაბიშვილი 

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხობში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია საქმის ბოლომდე გამოძიება და ქვეყნისთვის „ამ სამარცხვინო ფურცლის დახურვა.“

„მომავალს ერთად ვაშენებთ და ამისთვის ვარ აქ ჩამოსული. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება, რომ საქართველოში არ დასრულდეს ის გამოძიება, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას, პრეზიდენტის სიკვდილს. ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავასრულოთ, დავხუროთ ეს ფურცელი ჩვენი ისტორიის,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრას კულტურის სახლში ძირითადად საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, რომლებიც რეგიონის თითქმის ყველა რაიონიდან ჩაიყვანეს ხობში. თანამდებობის პირების გარდა, შეხვედრას მეეზოვეებიც ესწრებოდნენ. კულტურის სახლში მივიდნენ ექიმები და პედაგოგებიც.

დღის ამბები