15 ნოემბერი 2018,   21:49
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აწყობს არეულობა, არის „ნაციონალური მოძრაობა“ - მმართველი გუნდი

საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის დაგეგმვაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნების წინ დესტაბილიზაცია აწყობს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას არჩევნების მოგების შანსი არ აქვს.

„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აწყობს არეულობა და ქაოსი, არჩევნების წინ შექმნას პროვოკაციული გარემო, არის „ნაციონალური მოძრაობა.“ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი შანსი მათ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში გამარჯვების არ აქვთ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობის შემადგენელ ნაწილად გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსაც ასახელებენ.

„ეს დესტაბილიზაცია მხოლოდ ცალკე აღებული დემონსტრაცია არ არის, ანუ შემდეგ, რა მოქმედებები განხორციელდა, მათ შორის თქვენი მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული დაგეგმილი პროვოკაციების ნაკადი, ჩანაწერების ნაკადი. აირია და აიზილა ეს ჩანაწერები ერთმანეთში და ამ ყველაფრით უნდოდათ საპროტესტო მუხტის აწევა ქვეყანაში, რასაც ვერ მიაღწიეს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარი აქვს მომზადებული.

„მე ვიცი მასალები, რომელიც ღია ეთერში იქნა გამოტანილი, საკმაოდ ინტენსიურად აკეთებდა ჯერ კიდევ 2014 წელს არჩევნების წინ სააკაშვილი, კონკრეტული ტელევიზიის მეშვეობით განცხადებებს, რომ არ შეიძლება, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს და რომ ხელისუფლება ასაღებია ხელში,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები