12 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან რაღაცა ხელოვნურ აჟიოტაჟს - ელენე ხოშტარია მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აფასებს და საზოგადოებას, არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ელენე ხოშტარია, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, კანონდარღვევა არ არის.

"ასევე მინდა გამოვეხმაურო "ქართულ ოცნებას," ბატონ მამუკა მდინარაძის და გუშინდელ ასევე, ირაკლი კობახიძის, რაღაცა პანიკურ განცხადებებს. ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან რაღაცა ხელოვნურ აჟიოტაჟს. პირველ რიგში ალბათ მამუკა მდინარაძეს, ალბათ ბევრზე უკეთ იცის ბატონმა მამუკამ, იმიტომ რომ იურისტია, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, არ არის კანონდარღვევა. საარჩვნო კოდექსის 61-ე მუხლით ეს უფლება არის გარანტირებული და თავად გადაწყვეტს ყველა წილისყრაში მიიღოს მონაწილეობა, თუ არ მიიღოს და ასევე, მან უნდა იცოდეს მშვენივრად, რომ საარჩვნო კოდექსის 45-ე მუხლით აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ უბნების შიგნით"- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ევროპული საქართველოს" შტაბი დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ  მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, პარტიას მიაწოდონ.

დღის ამბები