26 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
პარლამენტის წინ ვითარება დაძაბულია - სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს

პარლამენტის წინ ვითარება დაძაბულია. საღამოს რვა საათისთვის შვილმოკლული მშობლების სოლიდარობის აქცია განახლდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მივიდნენ და კარვების გაშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასთან.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცა.

აქციის დროს შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე. 

რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით, 10-მდე კარვის გაშლას გეგმავდნენ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ასევე იმყოფებოდა პარლამენტის წინ. გიგაური ამბობს, რომ არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც კარვების გაშლას აკრძალავს.

ადგილზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, რომელმაც ასევე, არ დართო სამართალდამცავებს ნება, რომ მის მიერ მიტანილი კარავი ჩამოერთმიათ.

დღის ამბები