26 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
"თქვენმა პოლიციელმა მომპარა ჩემი კუთვნილი ნივთი" - ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე მივიდა.

ელენე ხოშტარიას თქმით, მას კარავი სამართალდამცავებმა წაართვეს.

„თქვენმა პოლიციელმა მომპარა ჩემი კუთვნილი ნივთი, დამიბრუნეთ ჩემი ნივთი,“ - აღნიშნა ხოშტარიამ.

პარლამენტის წინ ამ წუთებში შვილმოკლული მშობლების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვები მიიტანეს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს სამართალდამცავებმა კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს.

რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით, 10-მდე კარვის გაშლას გეგმავდნენ. 

 

დღის ამბები