11 დეკემბერი 2018,   23:15
ვრცლად
ავსტრალიაში ქალს, რომელმაც მარწყვში ნემსები დამალა, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ავსტრალიაში ქალს, რომელმაც მარწყვებში ნემსები დამალა, ბრალი 7 მუხლით წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაკავებული ბრისბეინში, მარწყვის ფერმაში მეთვალყურედ მუშაობდა. სასამართლოს დადგენილებით, დანაშაული სიძულვილით იყო მოტივირებული.

გამოძიება სექტემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციაში 200-მდე საჩივარი შევიდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები