11 მაისი 2024,   04:29
ვრცლად
მუქარის შემცველი შეტყობინებები პრეზიდენტობის კანდიდატის და ომბუდსმენის მიმართ - ირაკლი კობახიძე დროულ გამოძიებას ითხოვს

მუქარის შემცველი შეტყობინებები პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დროულ გამოძიებას ითხოვს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომხდარის დროული გამოძიება შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა, პარლამენტი კი მის ეფექტურობას დააკვირდება. 

„გამოძიება რაც შეიძლება, სწრაფად უნდა წარიმართოს... რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა და ჩვენ დავინტერესდებით, თუ გამოძიება რამდენად სწრაფად წარიმართება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ საგანგებო განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა გუშინ გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, მას და მის შვილებს მიუვიდათ ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე დაიწყო.

გუშინვე მუქარის შემცველი შეტყობინებები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც და საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები