05 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
ბრიუსელში დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება. მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა. შეხვედრას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრებიც დაესწრებიან. დღესვე დაგეგმილია მამუკა ბახტაძის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. გვიან საღამოს კი ქართული დელეგაცია საქართველოს საელჩოში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ის მედიისთვის დახურული იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მთავრობის მიერ, დიასპორასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ ინიციატივებზე ისაუბრეს. ქართული დიასპორის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩევნების მეორე ტური არ განხილულა.

დღის ამბები