02 მაისი 2024,   13:53
ვრცლად
უკიდურესად მძიმე და უპრეცედენტო განცხადებები - გაერთიანებული ოპოზიცია ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებზე საუბრობს

უკიდურესად მძიმე და უპრეცედენტო განცხადებები - ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარების კრიტიკულ განცხადებებს.

მისი თქმით, მსგავსი კრიტიკა არ ახსოვს არც უკრაინას არც მოლდოვას მიმართა და არცერთი იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა მძიმე მდგომაროებაში ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" ხალხი, საზოგადოება, ქვეყანა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რომ არჩევნებში რაღაცნაირად მისთვის სასარგებლო შედეგი მიიღოს“- ამბობს გიორგი ვაშაძე.

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს კრიტიკული განცხადებები ხშირად გამოუთქვამთ ამა თუ იმ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა გუშინდელი განცხადებები განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო.

მისი განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებს ისიც დაემატა, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად გააკეთეს განცხადება დოკუმენტების გაყალბების შესახებ.

"განსაკუთრებით საგანგაშოა სწორედ ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადებები ყალბი დოკუმენტების დამზადებასთან დაკავშირებით. დავინახეთ, რომ გვაქვს უპრეცენდენტო სიმძიმის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საარჩევნო კამპანიის ისე, სახელისუფლებო რესურსის გამოყენების თვალსაზრისით და ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა,“-ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები