26 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
გორში მერიის წინ სამშვილიანი ქალი საპროტესტო აქციას მართავს

ლუიზა ტუკვაძე პროტესტის მიზეზად მის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ასახელებს. მისი თქმით, გორის მერია მას ბინით დაკმაყოფილებას არაერთხელ დაჰპირდა, მაგრამ უშედეგოდ.

„სოციალურად დაუცველი ვარ, რასაც ვღებულობ დახმარებას, სჭირდება ჩემი შვილების წამლებს. წამობრძანდით და განახებთ, სადაც მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ, საღორეა, ვირთხები და სიბინძურე. მოვდივარ და ვითხოვ პასუხს, ერთ თვეზე მეტია, შემოტანილი მაქვს განცხადება,“ - აცხადებს ტუკვაძე

გორის მერის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის თქმით, ის მზადაა, ტუკვაძე ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყოს.

„შევთავაზე, მაგალითად, ქირით უზრუნველყოფა. შეუძლია, ხვალვე შემოიტანოს განცხადება, მე განვაცხადე ეს თანხა და შეუძლია ყოველთვიურად გადავუხადოთ ქირა. მე ვიცი, რომ სადაც თვითონ ცხოვრობს, 50 ლარს იხდის და ჩვენ ვთავაზობთ 100-ლარიან ქირას,“ - აცხადებს დავით ჩიხრაძე. 

დღის ამბები