05 მაისი 2024,   06:29
ვრცლად
დარღვევები აბაშაში - ცესკო-ში განმარტავენ, რომ დეპუტატს, რომელიც მოქალაქეს კაბინაში შეჰყვა, დახმარება თავად ხანდაზმულმა ამომრჩეველმა სთხოვა

ცესკო-ს ბოლო მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა იზრდება. ამ ეტაპისთვის საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 38.8 %-მა, რაც არის 1 300 000-ზე მეტი ამომრჩეველი. პირველ ტურში აქტივობა ამ დროისთვის გაცილებით ნაკლები იყო.

რაც შეეხება დარღვევებს, ცესკო-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გლდანის რაიონის საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა საუბნო კომისიის წევრების გარეთ გასვლას.

ცესკო გამოეხმაურა საია-ს ინფორმაციას, რომ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კანონდარღვევას მას აკრედიტაცია გაუუქმდა,“-განაცხადა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება აბაშაში დაფიქსირებულ დარღვევას, როდესაც საარჩევნო კაბინაში მოქალაქეს "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი შეჰყვა, ცესკო-ში ამბობენ, რომ აღნიშნული დეპუტატი იმყოფებოდა ხმის მისაცემად რა დროსაც მას ხანდაზმულმა მოქალაქემ დახმარება სთხოვა. 

დღის ამბები