04 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზეა დაწყებული - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, განცხადებით, უწყებას გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე აქვს დაწყებული.

„ამ დროისთვის გამოძიება გვაქვს დაწყებული 11 სისხლის სამართლის საქმეზე, 11 ფაქტზე, რომელზე რეაგირებაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ვალდებულება. კერძოდ, თბილისში ერთ ერთი სარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვ პირველის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით. მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მოხდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რომელზეც, ასევე დაუყოვნებლივ დაიწყო სამინისტრომ გამოძიება. ქვემო ქართლში, როგორც მოგეხსენებათ, დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, როდესაც მარიკრებაგავლილმა პირებმა განმეორებით სცადეს ხმის მიცემა. აქ გამოძიება დავიწყეთ 164 პრიმა მუხლით. გამოვლინდა ასეთი 9 შემთხვევა. ამ პირების ნაწილი უკვე დაიკითხა, ნაწილის გამოკითხვა ამჟამადაც მიმდინარეობს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში,“ - აცხადებს მეზვრიშვილი. 

დღის ამბები