03 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
მთის განვითარება - პროექტი " მწვანე ეკონომიკა" 4 წლიანია და 2019 წლიდან ამოქმედდება

მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეთნოგრაფიულ მუზეუმში - ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულების პროექტს, რომელიც მთის განვითარებას ეხება.

პროექტი სახელწოდებით " მწვანე ეკონომიკა" 4 წლიანია და 2019 წლიდან ამოქმედდება.

„ხელი მოვაწერეთ ახალ პროექტს, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ამ პროექტს განახორციელებს ავსტრიის განვითარების სააგენტო და შვედური მხარეც შეიტანს წვლილს. პროექტი მიზნად ისახავს შემოსავლების გაზრდას მთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობიდან.“ - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის კერძო სექტორის და საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა, დომინიკ პაპენჰაიმმა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონ ევროს შეადგენს და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და იმერეთის განვითარებას მოხმარდება.

„პროექტის განხორციელება იანვრიდან დაიწყება და 4 წელი გაგრძელდება. ის მოიცავს რამდენიმე რეგიონს, მათ შორის ზემო და ქვემო სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს და ჩრდილო იმერეთს,“ - განაცხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა,  გერჰარდ შონბერგერმა.

დღის ამბები