26 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
შსს-ს თანამშრომლება რუსეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის ჟინვალში დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ მისგან პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები