04 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
ოპოზიცია გომბორის გზაზე იკრიბება - ადგილზე სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული

ამ წუთებში გომბორის შემოვლით გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები თელავიდან სწორედ გომბორისკენ მოემართებიან, სადაც მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

ადგილზე სამართალდამცავთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიცია დღეს ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არ იცავს მოქალაქეების უფლებებს. 

„ეს ადამიანები მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან ბურჟუაზიას. ემსახურებიან იმ რამდენიმე მდიდარ ადამიანს, რომლებმაც დაარქვეს ამ მასკარადს ინაუგურაცია. ძალიან ვწუხვარ, რომ  ეს ადამიანები არიან იმათ სამსახურში, ვინც დღეს არ ითვალისწინებს მოქალაქეების ინტერესებს. ივანიშვილმა პოლიციის სტრუქტურა საქართველოს მდიდარი ადამიანების მსახურად აქცია,“- განაცხადა დავით კირიტაძემ.

ადგილზე უკვე მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, პოლიციის ასეთი მობილიზება გასაოცარია. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ძნელია იმის ახსნა, რას ემსახურება ამხელა მობილიზაცია.  

„4 მანქანა ვართ სულ. დანარჩენები ჯერ არ მოსულან, საგარეჯოში არიან და რა ისტერიკა აქვთ, ვერ გავიგე. ამ ხელისუფლებას სჭირს პარანოია. ჯერ რატომ არ შეგვიშვეს თელავში გაუგებარია, იმიტომ, რომ 45 წუთიან აქციას ვაპირებდით და ხალხი გადაიყვანეს ჭკუიდან. იმდენად ეშინიათ და ეშინიათ ენმ-ის კი არა გაერთიანებული ოპოზიციის კი არა, ეშინიათ საქართველოს მოქალაქის რომელიც არის მშიერი. პოლიცია გვყავს ახლა ჩვენ? ეს არის პირადი დაცვა,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები