26 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
ბატონის ციხის გალავანში მოქცეული და გალავანს მიღმა დარჩენილი საქართველო - ინაუგურაციაზე მხოლოდ მიწვეული სტუმრები შეუშვეს

თელავში, ბატონის ციხის გალავანში მოქცეული და გალავანს მიღმა დარჩენილი საქართველო - ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრებმა ერეკლე მეფის სასახლეში მისვლა 2 საათისთვის დაიწყეს.

სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი სახეები, ისინი, ვინც წინასაარჩევნოდ ღიად უჭერდნენ მხარს სალომე ზურაბიშვილს და კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადვოკატები, სპორტსმენები, მსახიობები და მომღერლები.

ოპოზიციიდან კი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ადა მარშანია ესწრებოდა. ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლებიც, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომ მოსაწვევი არ მიუღიათ. როგორც ჩანს, ტელეეთერით გაკეთებული განცხადებების შემდეგ მათ სასურველი მოსაწვევი მიიღეს.

ბატონის ციხის გალავნის შიგნით არ შეუშვეს რიგითი მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები