04 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
შავი ზღვა რუსეთის საკუთრება არ არის, ეს საერთაშორისო ტერიტორიაა - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

გზავნილი ვლადიმერ პუტინს - შავი ზღვა რუსეთის საკუთრება არ არის, ეს საერთაშორისო ტერიტორიაა - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ოდესაში გააკეთა, სადაც ბრიტანული სამხედრო ხომალდი შევიდა.

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი ხომალდი შავ ზღვაში ქერჩის სრუტეში მომხდარი აგრესიის შემდეგ გაიგზავნა.

გევინ უილიამსონმა ოდესის პორტში ეკიპაჟის წევრები მოინახულა და აღნიშნა, რომ ბრიტანული ხომალდის დისლოკაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსკოვს, რომ ლონდონი უკრაინას უჭერს მხარს.

მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში შავ ზღვაში კიდევ რამდენიმე ბრიტანული ხომალდი შევა და ისინი ადგილზე მუდმივად დარჩებიან.

დღის ამბები