04 მაისი 2024,   20:53
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ბათუმში პირველი პრეზიდენტის შვილებს  სოლიდარობა გამოუცხადეს და საპროტესო აქცია გამართეს.

გამსახურდიას მომხრეები იუნკერების საფლავთან შეიკრიბნენ და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა.

ისინი პარლამენტის იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გახანგრძლივდა. მათი თქმით, მძიმე დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები