04 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას შვილებს ხვალ გენერალური პროკურორი შეხვდება

ზვიად გამსახურდიას შვილებს გენერალური პროკურორი შეხვდება. შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ხვალ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებთან ერთად, ადვოკატი ამირან გიგუაშვილიც დაესწრება.

შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 15:00 საათზე შედგება.  

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანა.  

პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს ცოტნე გამსახურდია, რომელიც პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას და სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვს. კონსტანტინე გამსახურდია კი 11-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გულის არეში ტკივილებითა და სისუსტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები