03 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა გორში, 3 ათასი ლარის გამო - 70 წლის ქალბატონს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს

გორში 70 წლის ექთნის სასტიკი მკვლელობის მოტივი 3 ათასი ლარი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. სავარაუდო თავდამსხმელისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ გორის სამშობიარო სახლში მიღებულ ანაზღაურებას ლილი დათუკიშვილი სახლში ინახავდა და თვიდან თვემდე პენსიით ცხოვრობდა.

70 წლის ქალის ძებნა ოჯახის წვერებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლილი დათუკიშვილი დათქმულ დროს სამსახურში არ მივიდა.

„კურიერს“ მოკლულის თანამშრომლები უდასტურებენ, რომ მკვლელობის მოტივი ძარცვაა. მათი ინფორმაციით, ქალი თანხას სახლში ინახავდა.

ლილი დათუკიშვილი გორის სამშობიარო სახლის ლაბორატორიაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.

ადგილობრივების ვერსიით, შესაძლოა, ქალის მკვლელობა გორის ცენტრში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ქურდობის ფაქტსაც უკავშირდებოდეს. კორპუსში, სადაც ექთანი მოკლეს, რამდენმე დღის წინ ბინა გაქურდეს. დამნაშავე პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.

გორის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები