03 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
როგორ ააფეთქეს ექსგამგებლის ავტომობილი - „კურიერის“ ექსკლუზიური კადრები

სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის კიდევ ერთი ავტომობილი დაწვეს. გამთენიისას ასლანიდის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი მამუკა ჩოქური თავად გახდა. „ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მხოლოდ ალმოდებული „ლენდ კრუიზერი“ დაინახა.

კადრებში კი, რომელიც „კურიერს“ სანდო წყარომ მოაწოდეს, ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანის აალებამდე ერთი წუთით ადრე გამოჩნდა და ტერიტორია მალევე დატოვა. ვიდეომასალა პავლე ასლანიდის ქუჩაზე გარე სათვალთვალო კამერის გადაღებულია.

სამგორის ყოფილი გამგებელი აცხადებს, რომ ეჭვი არავისზე აქვს. მამუკა ჩოქურმა მომხდარის მიზეზი ვერც საკუთარ წარსულში იპოვა.

ვინ და რატომ დაწვა ყოფილი გამგებლის მანქანა, პოლიციამ უნდა გაარკვიოს. გამომძიებლები ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ ასლანიდის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაათვალიერეს.

სამართალდამცველებმა გაიარეს მარშრუტი, რომლითაც ყოფილი გამგებლის ავტომობილზე თავდამსხმელი შეიძლებოდა ადგილიდან მიმალულიყო, თუმცა ამ დრომდე დამნაშავის იდენტიფიცირება არ მომხდარა.

მამუკა ჩოქურის მანქანის გარდა, ტერიტორიაზე სხვა ავტომობილებიც დაზიანდა. ჩაიმსხვრა ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ფანჯარაც.

2015 წელს იმავე ეზოში ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა მაშინ მოქმედი გამგებლის ავტომობილს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. საქმე დღემდე გაუხსნელია.

 

დღის ამბები