03 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რომ სასამართლო დამოუკიდებელია" - დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი

"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ ის, რომ სასამრთლო არის დამოუკიდებელი. ამაში თავად ოპოზიციაც კარგად არის დარწმუნებული და ხედავენ საერთაშორისო ორგანიზაციები,“ - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან განაცხადა.

ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი დაკომპლექტების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას  გამოეხმაურა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია. მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანონის შესაბამისად ირჩევიან.  

„იცით, რომ კვლევების მიხედვით, არცთუ ისე ცუდად ადგილზეა სასამართლო. თუმცა, მეორე ნაწილი, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შეუძლიათ, მოითხოვონ და თავიანთი აზრი გამოთქვან, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, არსებობს კანონმდებლობა, კანონების მიერ შექმნილი იუსტიციის საბჭო და წევრები არჩეულები არიან კანონის შესაბამისად, მათი უფლებამოსილება წყდება ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას და ხელახალ დაკომპლექტებას ითხოვენ. ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და ე.წ. კლანის ზღვარგადასულ ძალაუფლებას კრიზისად აფასებენ. ისინი სასამართლო ხელისუფლების გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები