03 მაისი 2024,   13:55
ვრცლად
ევაკუაცია მეტროსადგურ "ნაძალადევში" - ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ ნაძალადევში სამგზავრო მატარებელს პრობლემა შეექმნა და მომსახურე პერსონალი იძულებული გახდა, მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია მომხდარიყო. 

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგურში ხანძარი გაჩნდა და ამის გამო მოხდა მგზავრების მატარებლიდან ჩამოსვლა. თუმცა, ხანძრის ინფორმაცია არ დადასტურდა. 

როგორც რუსთავი2-ს მერიის სატრანსპორტო სასახურში განუცხადეს, მეტროში ხანძარი არ ყოფილა, მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო და მემანქანემ საჭიროდ ჩათვალა, რომ მგზავრები უახლოეს სადგურში ჩამოესხა და მატარებელი ჩიხში შეყვანა. 

მათი ინფორმაციით, ადგილზე ხანძრის არანაირი ნიშნები არ ყოფილა. რაც შეეხება ხანძრის სუნს, მათივე ინფორმაციით, პრობლემა კომპრესორს შეექმნა და ეს სუნი შესაძლოა, სწორედ ამ ტექნიკური პრობლემით ყოფილიყო გამოწვეული. 

პრობლემის კონკრეტულად შესასწავლად ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს.

მეტროპოლიტენი და მეტროსადგური ნაძალადევიც ამ დროისთვის უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.             

დღის ამბები