06 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
მწვავე დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - პრემიერი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს 

პოლიტიკური კრიზისი „ქართულ ოცნებაში“ მწვავდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა. კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ ეკა ვესელია ამ ფაქტს ლონდონიდან აპროტესტებს და საპარლამენტო უმრავლესობას პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებს.

„ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომენტარს არ აკეთებს. მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე მწვავე პროცესებზე საკუთარი პოზიცია მედიასთან არ დააფიქსირა. მან ასევე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაუშვებენ თუ არა ფრაქციიდან ეკა ბესელიას.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები