11 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ზამთრის ფესტივალის გახსნისთვის ემზადებიან

ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ზამთრის ფესტივალის გახსნისთვის ემზადებიან.

ყოველწლიური ღონისძიების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ცურვაში შეჯიბრია, რომელშიც წელს 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ისინი, ტრადიცულად, თითქმის გაყინულ მდინარეში ბანაობენ და სჯერათ, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ჰარბინი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქალაქია, სადაც ზამთარში ჰაერის ტემპერატურა მინუს 35 გრადუსს აღწევს.

ფესტივალი ჰარბინში დღეს იხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

დღის ამბები