26 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
სასამართლოს იმიჯს აყენებს ზიანს - ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სანდრო მეთოფიშვილის კრიტიკას პასუხობს

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სანდრო მეთოფიშვილის პასუხად  აღნიშნა, რომ სწორედ მისნაირი მოსამართლეები აყენებენ ზიანს სასამართლოს იმიჯს.

მეთოფიშვილმა რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მწვავედ გააკრიტიკა და სასამართლოს "ჯიბეში ჩასმის" სურვილში დაადანაშაულა.

ეკა ბესელია კი სწორედ მეთოფიშვილს ადანაშაულებს „სამართლის გამრუდებაში.“

„მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ, რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა. სამწუხაროა ასეთი მოსამართლის ხელში მართლმსაჯულება! ბატონი მეთოფიშვილის გამონათქვამები არ იმსახურებს ჩემს კომენტარს, მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი, ეს ადამიანი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა. გადახედეთ მის საქმეებს, ყველაზე რეპრესიული რეჟიმის დროს 2009-11 წ.წ. იყო ადმინისტრაციულ კოლეგიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას. დაჩი ცაგურია ახსოვს ნეტა?? შორს წამიყვანს ჩამონათვალი... ალაპარკეთ მეტი და ნაკლები ახსნა დაგვჭირდება რის დაცვას ვცდილობთ და ვისგან...“ - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

დღის ამბები