19 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"ბესელია, გოგიჩაიშვილი - ამ პოლიტიკოსებმა ვერ გაუძლეს ცდუნებას, რომ სასამართლო გახადონ თავის ჯიბის სასამართლო, აბა რა ამოძრავებთ" - სერგო მეთოფიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს სასამართლოს "ჯიბეში ჩასმის" სურვილში ადანაშაულებს.

მეთოფიშვილი ამბობს, რომ სხვა არაფრით აიხსნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერების განცხადებები, რომ მოსმართლეთა გამწესებაში მონაწილეობა მხოლოდ პარლამენტმა მიიღოს. მეთოფიშვილის თქმით, თუ სიის უკან გაწვევის საკითხი დადგება, ის ამას მხარს არ დაუჭერს. 

„სია წარდგენილია ყველა ნორმის დაცვით, სია წარდგენილია კანონმდებლობის დაცვით, აქედან გამომდინარე პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ეს სია. ვინაიდან ეს საკითხი მუსირებს, უნდა გაწვეული იქნას და საბჭომ გამოიწვიოს ეს სია, თუ ასეთი საკითხი დადგება საბჭოზე მე პირადად მხარს არ დავუჭერ.

"ვინც ამას ებრძვის, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ალბათ ზუსტად ესაა დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მაგალითად კობერიძემ თქვა, რომ უნდა ჩამოვართვათ საბჭოს ეს ფუნქციაო და თავად პარლამენტმა დანიშნოსო.

"ბესელია, გოგიჩაიშვილი - ამ პოლიტიკოსებმა ვერ გაუძლებს ცდუნებას, რომ სასამართლო გახადონ თავის ჯიბის სასამართლო, აბა რა ამოძრავებთ, პოლიტიკა რატომ უნდა ჩაერიოს სასამართლოს დაკომპლექტებაში? საერთოდ, ბესელიას და მისნაირებს არ აინტერესებთ არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არც საკუთრი ქვეყნის კონსტიტუცია, ცდუნება, მცდელობა აქვთ,რომ დააკომპლექტონ თავად მორჩილი ადამიანებით სასამართლო,"-ამბობს მეთოფიშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების შესახებ კრიტიკულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაც. ისინი არსებული სიის უკან გაწვევას მოითხოვენ და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

დღის ამბები