26 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
მონადირეები და მეთევზეები "კოლხეთის ეროვნულ პარკში" დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

ასობით მონადირე და მეთევზე კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე, ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ლანჩხუთის მერიასთან შეიკრიბნენ და გადამფრენ ფრინველებზე კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათ ნადირობის უფლებას არ აძლევენ, იარაღს ართმევენ და ჯარიმებს უწერენ.

მონადირეების განცხადებით, თუ რამდენიმე დღეში სიტუაცია არ გამოსწორდა, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

დღის ამბები