05 მაისი 2024,   03:49
ვრცლად
იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უმძიმესია

იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით სახალხო დამცველი დაინტერესდა. ომბუდსმენის წარმომადგენელი დღის ბოლოს საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის მედპერსონალს ტელეფონით გაესაუბრა და ბავშვის ახლობლებს შეხვდა.

6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრები კი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი არ ადასტურებენ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მათ ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავთ.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. ის ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა საბოლოო პასუხი ექიმებს მაინც არ აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები