06 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები - წულუკიანი საბჭოს წევრი აღარ იქნება

საპროკურორო საბჭოს წევრებმა საბჭოს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ - კენჭისყრა ფარული იქნება და გადაწყვეტილება დამსწრეთა უმრავლესობით მიიღება.

ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, იუსტიციის მინისტრი საბჭოს წევრი აღარ იქნება. ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა.

„საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს ნეიტრალური ადამიანი, არ უნდა იყოს კორპორატიული ინტერესებიდან მისი არჩევა, არ ვიცით, რამდენი ადამიანი დააყენებს კანდიდატურას. შესაძლებელია, აღნიშნულ თანამდებობაზე მეც მქონდეს პრეტენზია,“-ამბობს ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს წევრი ირმა ჭკადუა.

ოპოზიცია თავმჯდომარის ვინაობას არსებულ სიტუაციაში მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტებითვის უფრო მნიშვნელოვანი კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მიღებაა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ მათი მთავარი დაინტერესების სფეროა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები და მათი გამოძიების გაჭიანურება.

დღის ამბები