03 მაისი 2024,   13:25
ვრცლად
ტერაქტი კენიაში - დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

კენიის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხცი 15-მდე გაიზარდა.
სპეცოპერაცია ნაირობიში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამდენიმე აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გაისმა, რასაც სროლა მოჰყვა. ისლამისტური დაჯგუფება “აშ-შაბაბის” მებრძოლებმა, რომლებმაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღეს, ცეცხლი შენობაში მყოფ სტუმრებსა და პერსონალს გაუხსნეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. სროლა სასტუმროს ტერიტორიაზე დილამდე ისმოდა. შენობაში მყოფების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები