03 მაისი 2024,   15:10
ვრცლად
სასამართლო ივანიშვილს ბოლომდე ემსახურა და ის ამ ინსტრუმენტს უფრთხილდება - ზოდელავა 

"სასამართლო მას ემსახურა ბოლომდე და ის, რა თქმა უნდა, უფრთხილდება ამ ინსტრუმენტს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ მოსამართლეობის 10-კაციან სადავო სიასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის შეცვლას არ აპირებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, იმის მოლოდინი, რომ სადავო სია გაწვეული იქნება, არ არსებობს. 

მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დღეს არსებულ სასამართლოს უფრთხილდება, რადგან სასამართლო სისტემა მის დაკვეთებს ასრულებს. 

„ამ არჩევნებში არსებული ტოტალური გაყალბების თაობაზე შეტანილი უამრავი საჩივრიდან, არც სარჩელიდან, არც ერთი არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოებში. როგორც ჩანს, ივანიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებში ეს ფორმალური გამარჯვება იყო, მათ შორის და გარკვეულწილად სასამართლოს გამოც, სასამართლო მას ემსახურა ბოლომდე და ის, რა თქმა უნდა, უფრთხილდება ამ ინსტრუმენტს, რომელიც მას თვლის, რომ გამოადგება წელს შუალედურ არჩევნებში, თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, სადაც რამდენიმე რეგიონში უნდა ჩატარდეს წელს და ასევე და, პირველ რიგში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ის თვლის, რომ მას აუცილებლად დასჭირდება ეს ბერკეტი და რეალურად ახლა ამ სიის, ამ მოსამართლეების წარდგენით, უვადო დანიშვნებით ის ხარკს უხდის იმ სისტემას, რომელიც მას ემსახურა,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.  

დღის ამბები