18 თებერვალი 2019,   09:16
ვრცლად
აუცილებლად გადადგება გეგა-თამაზ გეგეშიძე - ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი

"კურიერის" მოპოვებული სკანდალური კადრების შემდეგ პოლიციაში დაკითხვები გრძელდება. დილიდან ვაკე-საბურთალოს სამმართველოში იბარებენ ყველას, ვინც სპორტის სასახლეში დაინახა, როგორ დაესხა თავს ცივი იარაღით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ქართველ ჩემპიონს.

ვიდეომასალაში, რომელიც "შაბათის კურიერის" ეთერში გავიდა, კარგად ჩანს რკინის ჯაჭვი, რომელსაც გეგა გეგეშიძე სპორტსმენს სახეში ურტყამს. მოწმეები მანამ არ დაკითხეს, ვიდრე "კურიერმა" თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა არ გაასაჯაროვა.

თითქმის, 5 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. გოჩა ჩორგოლიანის განცხადებით, იმ კადრებში, რომელიც გავრცელდა, ირკვევა, რომ გეგა გეგეშიძე ამ თავდასხმისთვის მომზადებული და შეიარაღებული იყო. მისივე თქმით, გეგა გეგეშიძე, თავის დაჯგუფებასთან ერთად, თანამდებობა უნდა დატოვოს.  

„მფარველობენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები. თვითონ პოლიციის წარმომადგენელია. მომზადებულიც იყო, ჩემი ეჭვია ასეთი. იყვნენ მომზადებული მაგისთვის. ზაფხულზე კარგად გახსოვთ ინციდენტი იყო ზურასთან დაკავშირებით. ზურას ჩაგრავდნენ. არ დააჩაგვრინა თავი, ღირსეული ვაჟკაცი ბიჭია, თბილისელი კაცია და ნორმალურად  გასცა პასუხი, როგორც უნდა გაეცა. გადაშალეთ ნებისმიერი სპორტსმენის ანკეტა და იქ წაიკითხავთ, ვინ არის მწვრთნელი. ეს ხომ ბანანის ქვეყანა არ არის. აუცილებლად გადადგება გეგა-თამაზ გეგეშიძე თავის დაჯგუფებასთან ერთად,“- განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა. 

დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოკითხვა, მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს. შესაბამისი მოთხოვნა შსს-ის მიერ უკვე გაგზავნილია როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში, თუმცა ჯერჯერობით სხდომა ჩანიშნული არ არის. 

დღის ამბები