02 მაისი 2024,   18:32
ვრცლად
4-თვიანი მუსიკალური მარათონის ბოლო აკორდი - გიორგი კელაპტრიშვილი „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულია

4-თვიანი მუსიკალური მარათონის ბოლო აკორდი - გიორგი კელაპტრიშვილი მხოლოდ ქართულის ფინალური შოუდან სახლში გამარჯვებულის სტატუსით და მთავარი პრიზით დაბრუნდა.

გიორგი კელაპტრიშვილის ოჯახში დღესასწაულია, მხოლოდ ქართულის მეორე სეზონმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. მან გამარჯვება საყვარელ ადამიანებთან ერთად იზეიმა.

ნუცა თოფურიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი კონკურსის დროს ბებია იყო. სწორედ მისი სურვილით მივიდა ნუცა მხოლოდ ქართულის შესარჩევ ტურში. ნუცას სურს, რომ რაც პროექტში მოსვლის დღიდან დაიწყო, აუცილებლად გააგრძელოს.

ნოდარიკო ხუციშვილი კი ხვალ, მეგობრებთან ერთად, ბუდაპეშტში მიემგზავრება, რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდება და იმ ორ საქმეს დაუბრუნდება, რაც ყველაზე მეტად უყვარს -საქართველოსი მოგზაურობა და ქართული სიმღერა.

ნოდარიკო ხუციშვილი მის მეგობრებთან, ბენდის წევრებთან ერთად, უფრო აქტიურად აპირებს მუშაობას.

ოთხივე ფინალისტის სურვილია, რომ მაყურებლის იმედები გაამართლონ და ქართული სიმღერა კიდევ უფრო ხშირად იმღერონ.

დღის ამბები