26 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
მილიონები ხელფასებში - კალაძემ მერიის შტატგარეშე თანამშრომლებს დეპუტატებზე მაღალი ანაზღაურება დაუნიშნა

საქართველოს პარლამენტის წევრებზე ბევრად მეტ ხელფასი, დაახლოებით, იმდენი, რამდენსაც მინისტრები ყოველთვიურად იღებენ, კახა კალაძემ მერიის შტატგარეშე თანამშრომლებს დაუნიშნა. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მერიაში არა კონკურსის წესით მოხვდნენ, არამედ პირდაპირ დაასაქმეს. მათი რიცხვი დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 119-ია.

კალაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ მერიის ადმინისტრაციას წელს პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე შტატიან თანამშრომლებთან ერთად, 100-ზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი მოემსახურება. ერთწლიანი ხელშეკრულები თბილისელებს ორ მილიონზე მეტი დაუჯდებათ.

შტატგარეშე თანამშრომლებს ხელფასს მერი თავისი შეხედულებით უნიშნავს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ კალაძე ამ ნორმას ბოროტად იყენებს და მასთან დაახლოებულ მერიის თანამშრომლებს დიდ ანაზღაურებას აძლევს.

თბილისის მერიაში შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვის ზრდას მერიის სამსახურების ფუნქციების გაზრდას უკავშირებენ. სახელდება რამდენიმე კონკრეტული სფერო -უსაფრთხოება და მუნიციპალური ინსპექცია.

ოპოზიციის ინფორმაციით, კახა კალაძე მომავალ წელსაც ყველაზე მაღალ ხელფასს ბიუჯეტიდან პიარის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაუხდის.

წინასაახალწლოდ საქალაქო სამსახურის უფროსებს, გამგებლებს, ადმინისტრაციის მაღალანაზღაურებად პირებს ხელფასი ორჯერ ჩაერიცხათ, აქედან ერთი ზუსტად ხელფასის ოდენობის პრემია იყო. მათ შორის, მხოლოდ ღამის ეკონომიკის მინისტრმა, 8000-მდე ლარი აიღო.

5 917 172 ლარი დეკემბერში მხოლოდ ხელფასისთვის დაიხარჯა. ამის გარდა, მერიამ 4 528 341 ლარი პრემიებში, 600 ათასზე მეტი კი დანამატებში გადარიცხა.

2-ნახევარი მილიონი დაუჯდა მერიას მხოლოდ შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასის და პრემიის ანაზღაურება. ამ მონაცემებში არ შედის მერიის შპს-ების და სააქციო საზოგადოების თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოები.

 

 

დღის ამბები