16 ოქტომბერი 2019,   02:38
ვრცლად
ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ამ ზომას პრეზიდენტი იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ დემოკრატები მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის აშენებას არ დათანხმდებიან. ამ პროექტისთვის დონალდ ტრამპი კონგრესს 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვს, თუმცა ინიციატივას დემოკრატიული პარტია ბლოკავს.

კედელი უკვე გახდა შეერთებული შტატების ისტორიაში რეკორდული "შათდაუნის" მიზეზი. ქვეყნის მთავრობა 22 დეკემბრიდან, ნაწილობრივ, არ მუშაობდა, თუმცა გუშინ პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა და სამი კვირით მთავრობის მუშაობა განაახლა.

იმ შემთხვევაში თუ 15 თებერვლამდე მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ, პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას განმეორებითი "შათდაუნი", საგანგებო მდგომარეობაც დაემუქრება. საგანგებო მდგომარეობა კი პრეზიდენტს უფლებას აძლევს, რომ კედლის აშენების განკარგულება კონგრესის გვერდის ავლით გასცეს.

დღის ამბები