22 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - პრემიერი ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ საქმეზე საუბარს გაურბის

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე პრემიერი ისევ დუმს. დღეს ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ საქმეზე საუბარს მთავრობის მეთაურმა თავი აარიდა.

მინისტრთა კაბინეტის წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის, ისევე როგორც მთავრობის მთლიანი შემადგენლობისთვის, მსგავსი ფაქტები მიუღებელია.

„აუცილებელია ობიექტურად დადგინდეს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ შეიძლება უკვე შეფასებების გაკეთება. 2012 წლიდან დაწყებული არაერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობამ, რომ ეს მისთვის მიუღებელია. ათასობით ჩანაწერი საჯაროდ განადგურდა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ერთიანი და ცალსახა რომ ეს არის მიუღებელი,“-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები