26 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
იაპონიის ავიახაზების მგზავრები კატასტროფას გადაურჩნენ

იაპონიის ავიახაზების მგზავრები კატასტროფას გადაურჩნენ. ნარიტას აეროპორტში დაშვებისას ბოინგ 787-ის შასი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ლაინერი ასაფრენ ბილიკს აცდა. უმართავი თვითმფრინავის გაჩერება პილოტებმა რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხეს.

ინცინდენტის დროს ლაინერის ბორტზე 201 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები ლაინერიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს და მათ ტერმინალში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ავარიული დაშვებისას დაზიანდა ლაინერი და ასაფრენი ბილიკი, რის გამოც ნარიტას აეროპორტის მუშაობა დროებით შეფერხდა.

დღის ამბები