26 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
მადუროს რეჟიმის შესაჩერებლად შესაძლოა, უცხოური სამხედრო ინტერვენცია გახდეს საჭირო

ნიკოლას მადუროს რეჟიმის შესაჩერებლად შესაძლოა, უცხოური სამხედრო ინტერვენცია გახდეს საჭირო.

ამის შესახებ განცხადება ხუან გუაიდომ გააკეთა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალების შემსრულებლად აღიარა.

ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ საჭიროა ძლიერი ზეწოლა, რომ მადურომ პოსტი დათმოს და სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ზეწოლის ყველაზე ეფექტური ფორმაა.

ხუან გუაიდო ამბობს, რომ ნიკოლას მადურო დიქტატორია, რომელმაც კონსტიტუციაც თავის ინეტრესებს მოარგო და ძალაუფლებაზე უარს არ იტყვის.

ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსაც მიმართა და სთხოვა, საზღვარი გახსნას და ქვეყანაში ამერიკული ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სამხედროებს მიანიშნა, რომ მადუროს რეჟიმი მათ ადამიანის წინაშე სამხედრო დანაშაულის ჩადენას აიძულებს.

დღის ამბები