26 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრა ლიეჟში - პროვოკაციის მოსაწყობად ჩასული სპორტსმენები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდნენ

ლიეჟში, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრაზე პროვოკაციის მოსაწყობად საგანგებოდ მივლენილი სპორტსმენები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, მათ კონგრესის შენობაში შესაღწევად და ღონისძიებაზე არეულობის მოსაწყობად ფრანგული პასპორტები წარადგინეს.

"ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის ღონისძიების ჩაშლის სანაცვლოდ სპორტსმენების ჯგუფს ბელგიაში მგზავრობა დაუფინანსა და დღიური ფულიც გადაუხადა.

დედაქალაქში მმართველი ძალის 5 აქტივისტი დაბრუნდა. ისინი ჟურნალისტის შეკითხვებს გაექცნენ, თუმცა "კურიერმა" მმართველი ძალის მიერ მოსყიდული იმ არაემიგრანტი ქართველების კადრები მოიპოვა, ვინც ბელგიაში საგანგებო დავალება შეასრულეს და თბილისში დაბრუნდნენ.

დღის ამბები