26 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა. დიდი სიჩქარით მომავალი "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი ჯერ ადგილზე მყოფ რამდენიმე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზია "ელეგანტში" შევარდა. დაზიანდა მაღაზიის შიდა და გარე ფასადი. 

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით 250 ლარით დაჯარიმდა.

დღის ამბები