05 მაისი 2024,   01:02
ვრცლად
ივანიშვილი ცდილობს, დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე - სამადაშვილი TBC-ის საქმეზე

„თიბისის" საქმე სწორედ სარკისებური სიზუსტით ასახავს იმას, რაც ჩვენს თვალწინ ღიად და გახსნილად მიმდინარეობს და ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის და რღვევის პროცესი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

დეპუტატისთვის "თიბისი ბანკის" საქმის სამართლებრივი დავის კონტექსტში განხილვა მიუღებელია. სამადაშვილის შეფასებით, აღნიშნულმა საქმემ ცხადყო, რომ ბიძინა ივანიშვილი საფინანსო ინსტიტუტებზეც ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას.

„შემცდარია, შესაბამისად, ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ეს საქმე არის კერძო დავა ოლიგარქს და კონკრეტულ ბანკს შორის და არ ეხება საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალს. კონკრეტულად ეს საქმე ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დაამყაროს სრული კონტროლი ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტებზე და, ფაქტობრივად, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს მთავარი და ერთადერთი მევახშე,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელეს, სადაც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე მზაობას გამოთქვამენ, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების შესახებ კანონმდებლებს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიაწოდონ.

აღნიშნული საქმის გამოძიების გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძე-ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობიდან ჩამოშორება მოითხოვა, "რაც თიბისი ბანკმა" გაასაჩივრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები