03 მაისი 2024,   15:38
ვრცლად
განგაში და ევაკუაცია რომის აეროპორტში

განგაში და ევაკუაცია რომის აეროპორტში. კამპინოს ტერმინალები სახანძრო განგაშის გამო დაიხურა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ ტერმინალში ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს.

აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია განახორციელა. გადაიდო ათობით ფრენა.

ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. შემოწმების შემდეგ რამდენიმე ტერმინალმა მუშაობა განაახლა, თუმცა, გამზავრების ტერმინალი ისევ დახურულია.

აეროპორტის მოსაცდელ სივრცეში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი.

დღის ამბები