03 მაისი 2024,   13:20
ვრცლად
"აიისას" გუნდი საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობს - ანანია გაჩეჩილაძე

პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე, სქესობრივი განათლების შესახებ არჩევანის ეთერში საუბრობს.

მან სოლიდარობა გამოუცხადა სქესობრივი განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორს, ხატია ახალაიას, რომელსაც ვიდეოგაკვეთილების გამო, ემუქრებიან.

ანანია გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, სადაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და კომპანიას აუკრძალეს რამდენიმე დიზაინის გამოყენების უფლება.

„ეს სამი დიზაინი საქართველოს ფარგლებში აიკრძალა, ამჟამად ეს სარჩელი არის მიმდინარე სტრასბურგის სასამართლოში. თუმცა, აიისას რა ბედი ეწია, სწორედ იქნება რომ აღვნიშნო, აიისა დაექსპორტდა 10 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, არაევროკავშირის და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, იმ დიზაინების ჩათვლით, სხვა დიზაინებთან ერთად, რადგან იქაური მომხმარებელი არის განსაკუთრებულად მომზადებული, ანუ ის საბაზისო განათლება სექსუალობაში მათ გააჩნიათ, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია,“ - ამბობს ანანია გაჩეჩილაძე.

გაჩეჩილაძის თქმით, აიისას გუნდი საგანმანათლებლო პროგრამაზეც მუშაობს.

„შემიძლია ვთქვა, რომ სახელწოდება იქნება აიი(ს)ა, რადგან „აი ია“ ნიშნავს საწყისებს და „ს“ ნიშნავს სექსუალობას და არა მხოლოდ სექსუალურ აქტს, როგორც ჩვენი საზოგადოება ხშირად სიტყვა სექსს ძალიან დემონიზირებულად უყურებს ხოლმე, რომ ტაბუა ყველა ვარიანტში,“ - ამბობს გაჩეჩილაძე.

დღის ამბები