03 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
"ბრექსიტის" მოწინააღმდეგე კონსერვატორებმა პარტია დატოვეს

"ბრექსიტის" მოწინააღმდეგე კონსერვატორებმა პარტია დატოვეს. სამმა დეპუტატმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმინისტრს წერილობით აცნობა. ანა სუბრი, სარა ვულასტონი და ჰაიდი ალენი აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ მემარჯვენეებისკენ გადახრა დაიწყო, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ტერეზა მეის ყოფილი თანაგუნდელები დამოუკიდებელ საპარლამენტო ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც ლეიბორისტული პარტიიდან გასულმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს. ამაჟამად ჯგუფში 11 პარლამენტარია.

კონსერვატორი პარლამენტარების გადაწყვეტილებით მეი უკმაყოფილო დარჩა და პარტიიდან მათ გასვლას სამწუხარო ფაქტი უწოდა.

დღის ამბები