03 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
"ბრალდებას სამართალთან საერთო არ აქვს" - კუპრავა ზაქარეიშვილს სუს-ის აგენტს უწოდებს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში არ მივიდა. ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს.

უფლებადამცველი მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ზვიად კუპრავა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ზაქარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და მის დავალებებს ასრულებს.

გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. მას ბრალს, სავარაუდოდ, დაუსწრებლად წარუდგენენ.

„ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ ზვიად კუპრავას ბრალი ედება იმაში, რომ ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. რა შეიძლება იყოს ეს ბრალდების ფორმულირება, თუ არა პოლიტიკური დევნა, თუ არა დევნა იმის გამო, რა საქმიანობასაც ვეწევი. ამას არავითარი საერთო სამართალთან, მართლმსაჯულებასთან არ გააჩნია,“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები