06 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
თუკი კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის მინიმალურ სტანდარტს, მას არ ექნება მხარდაჭერა - ოხანაშვილი

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილ კანონპროექტის, რომელი პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 5 წლით გადადებას გულისხმობს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეხმაურება.

ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ აღნიშნული კანონპროექტი შესაბამისობაში ვერ მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან, მაშინ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ.

„არის თუ არა, კონკრეტული პროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი, ეს არის მინიმალური სტანდარტი. თუკი აღნიშნული კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის მინიმალურ სტანდარტს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მას არ ექნება მხარდაჭერა. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ კომიტეტზე, იგივე პოზიციას დავაფიქსირებთ პლენარულ სხდომაზე,“ - ამბობს ოხანაშვილი.

ოხანაშვილი თავს იკავებს შეაფასოს ბესელიას და მისი თანამოაზრეების განცხადება, რომ თუკი მათი კანონპროექტები მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებენ.

ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს თანაგუნდელების მხარდაჭერა რომ არ ექნებათ, ეს გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უკვე ცნობილი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ გეგმავენ, რომ ბესელიას ინიციატივას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები